საზოგადოება: Freedom House: რუსებს ინტერნეტ-ცენზურა ემუქრებათ | მსოფლიოს ამბები | ||
„Freedom House“-მა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებშიც ინტერნეტში ურთიერთობის თავისუფლება უახლოესი წლის განმავლობაში შესაძლოა შეიზღუდოს, იუწყება Lenta.ru. თავისუფალი ინტერნეტისათვის საფრთხეების სახით „Freedom House“-მა დაასახელა ჰაკერთა შეკვეთილი თავდასხმები, პოლიტიკური ცენზურა და ქსელში სახელმწიფო კონტროლის დაწესება. „ანტიდემოკრატიული რეჟიმები სულ უფრო მეტ ყურადღებასა და რესურსებს უთმობენ ინტერნეტში საზოგადოებრივი დისკუსიის შეზღუდვის მეთოდებს“, - ციტირებას უკეთებს Lenta.ru აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებას. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც პოტენციურად იმყოფებიან ცენზურის საფრთხის ქვეშ, რუსეთის გარდა აღმოჩნდნენ იორდანია, ტაილანდი, ვენესუელა და ზიმბაბვე. „FreedomHouse-მა გამოკვლევა 37 ქვეყანაში ჩაატარა. ინტერნეტში ურთიერთობის თვალსაზრისით ყველაზე თავისუფლად აღიარეს ესტონეთი, აშშ და გერმანია. ამ კუთხით არათავისუფალნი აღმოჩნდნენ: კუბა, მიანმარი და ირანი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2090.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 აპრ. 2011, 14:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.