მეცნიერება-ტექნოლოგიები: Apple-მა კომპანია Samsung თავისი პროდუქციის დაკოპირებაში დაადანაშაულა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() როგორც Reutersიტყობინება, სასარჩელო განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ Samsung-ის მიერ წარმოებადი Galaxy-ის ხაზის მობილური ტელეფონები და პლანშეტური კომპიუტერები, ფაქტობრივად, Apple-ის შესაბამისი პროდუქციის - iPhone-ისა და iPad-ის ასლებია. „ეს შემთხვევითი დამთხვევა არაა, რომ Samsung-ის ახალი მოწყობილობები ძალიან ჰგავს iPhone-სა და iPad-ს - კორპუსის ფორმიდან დაწყებული, სამომხმარებლო ინტერფეისითა და შეფუთვითაც კი დამთავრებული“, - განაცხადა Apple-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტივ დაულინგმა, და დაამატა, რომ საუბარია „უხეშ დაკოპირებაზე“. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება, როდესაც სხვა კომპანიები Apple-ის იდეებს პარავენ“ - თქვა დაულინგმა. ამასთან, როგორც სასამართლოში მიმართულ დოკუმენტებშია ნათქვამი, მოსარჩლე კომპანია აღიარებს, სულ ცოტა, ერთი არსებითი განსხვავება არსებობას - Galaxy-ის სმარტფონები და პლანშეტები Google Android-ის პლატფორმაზე მუშაობენ, რომელიც Apple-ის ოპერაციული სისტემის პირდაპირი კონკურენტია. როგორც Bloombergიტყობინება, Samsung Electronics-ის წარმომადგენელმა კიმ ტიტუსმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კომპანია „ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად ყველა აუცილებელ იურიდიულ ზომას მიიღებს“, რითაც ნათელი გახადა, რომ ისინი Apple-ის სარჩელს უახლოეს დროში უპასუხებენ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2084.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 აპრ. 2011, 09:19 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.