პოლიტიკა: ფილიპ გორდონი: ნატო მუშაობს ახალ მექანიზმზე საქართველოსთვის | საქართველოს ამბები | ||
ნატო მუშაობს ახალ მექანიზმზე, რომელმაც საქართველო წევრობის უფრო ძლიერ კანდიდატად უნდა გახადოს, იუწყება “GHN“. ამის შესახებ ვაშინგტონში პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის ევროპისა და ევრაზიის საკითხების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა განაცხადა, როდესაც მოჰყავდა შედეგები ნატოს მინისტერიალისა და შეხვედრისა, რომლებიც ჰილარი კლინტონმა ბერლინში ჩაატარა. „გასულ კვირაში ბერლინში ნატო-საქართველოს კომისია შეიკრიბა. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს მსიწრაფებას ნატოში, რეფორმების გაგრძელებას, ასევე საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობასა და მის სუვერენიტეტს. მე ვერ დავასახელებ შესვლის კონკრეტულ ვადებსა და გრაფიკს, მაგრამ ნათქვამია, რომ მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი ვალდებულება, მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოში მისწრაფებას და გააგრძელონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისი, როგორც კანდიდატის, განმტკიცების პროცესი. ალიანსი მუშაობს ყოველწლიურ გეგმაზე საქართველოსთვის და სხვა მექანიზმებზე, რომლებმაც საქართველო უფრო ძლიერ კანდიდატად უნდა გახადოს“, - თქვა გორდონმა. შეგახსენებთ, რომ ნატოს მინისტერიალი ბერლინში გასულ კვირაში ჩატარდა. მის ფარგლებში 14 და 15 აპრილს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მოეწყო. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2083.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 აპრ. 2011, 09:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.