პოლიტიკა: შევარდნაძე უახლოეს ორ-სამ თვეში ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივებს ვერ ხედავს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე უახლოეს ორ-სამ თვეში სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლას არარეალურად მიიჩნევს. როგორც მან გაზეთ „ასავალ-დასავლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც უახლოეს თვეებში რევოლუციას გეგმავს, არასწორ გათვლებს აკეთებს, ვინაიდან არ ითვალისწინებს უზარმაზარ რეზერვებს, რომლებიც მთავრობას აქვს. „ხალხი რომც გამოვიდეს გარეთ, ერთ და ორ თვეში მთავრობას ვერ შეცვლის. ასეთი შანსი ერთხელ უკვე არსებობდა და ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა იგი, როდესაც ასი ათასი ადამიანი წმინდა სამების ტაძარში წაიყვანა“, - თქვა შევარდნაძემ. ექს-პრეზიდენტის აზრით, გამოსვლების დაწყების საბაბი უნდა იყოს სიმართლე, ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ხალხის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. „ადრე თუ გვიან იდეალური მთავრობის შეცვლის საკითხიც კი დგება, ჩვენ კი ნამდვილად არა გვყავს იდეალური მთავრობა“, - განაცხადა შევარდნაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2067.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 აპრ. 2011, 12:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.