კულტურა: ქართველმა არქეოლოგებმა უნიკალური სვეტი აღმოაჩინეს | საქართველოს ამბები | ||
რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, მიწის დამუშავებისას, უნიკალური სვეტი აღმოაჩინა. გამოკვლევის მიზნით სვეტის საძირკველი გაგზავნილ იქნა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. მომავალ კვირაში დედოფლისწყაროში გაემგზავრება ეროვნული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორიგნის ჯგუფი. მანამდე წინასწარი დასკვნები სვეტის შესახებ ფოტოსურათების საფუძველზე გაკეთდება. სპეციალისტთა აზრით, აღმოჩენილი სვეტის საძირკველი უნდა იყოს ძვ. წთ. V-IVსაუკუნეებში არსებული შენობის ნაწილი და შესაძლოა იყოს შემადგენელი ნაწილი დიდი ქალაქისა, რომელიც არქეოლოგებისთვის ჯერჯერობით უცნობია. სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს უნიკალური მონაპოვარია, რომელიც, შესაძლოა, არქეოლოგიური გათხრების ჩატარების საფუძველი გახდება. როგორც „მედიანიუსს“ არქეოლოგმა კიაზო ფიცხელაურმა განუცხადა, აღმოჩენილია კედელი და ქვის კაპიტელი ტაძრისა ან სასახლისა, რომელიც 2 ათასი წლისა უნდა იყოს. ამჟამად იწყება აღმოჩენილი ნივთების გამოკვლევა, რომლებიც უკვე გააგზავნეს ილიას უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2063.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 აპრ. 2011, 09:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.