პოლიტიკა: აშშ-მ ლიბიაში არსებული სიტუაციის გამოუვალობა აღიარა | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ლიბიაში ოპერაცია მოცემულ ეტაპზე შეჩერდა, თუმცა გამოთქვა რწმენა იმისა, რომ ლიბიის რევოლუციის ხელმძღვანელი მუამარ კადაფი გადადგება. „მოცემულ ეტაპზე კოალიციის ოპერაცია ჩიხში შევიდა“, - თქვა ობამამ კადაფის წინააღმდეგ მიმართული საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის შესახებ. ობამას იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან ლიბიის ლიდერს „ამოეწურება ფული და მარაგი“. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „მოცემულ მომენტში აშშ-ის სტრატეგია ცვლილებას არ საჭიროებს“ და კადაფი იძულებული იქნება, წავიდეს. ობამამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლიბიის სიტუაციაში აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩარევამ „მასობრივი სისხლის ღვრის“ თავიდან აცილებაში დაეხმარა. მისი აზრით, ფრენებისაგან თავისუფალი ზონის შენარჩუნებაში ამერიკული მეომრების შემდგომი უშუალო მონაწილეობა საჭირო არაა. ამავდროულად, პენტაგონი „აგრძელებს დახმარებას მზვერავი ოპერაციების, რადიოლოკაციური ბრძოლისა და მომარაგების თვალსაზრისით. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2054.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 აპრ. 2011, 08:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.