ეს საინტერესოა: ინგლისის დედოფალი ხუთი წლის განმავლობაში პირველად ოფიციალურ ცერემონიას ვერ დაესწრო | მსოფლიოს ამბები | ||
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ავად გახდა და იძულებული იყო, გაეცდინა ვიქტორიანული ორდენების გადაცემის ცერემონია, რომელიც უინძორში გაიმართა. ამის შესახებ The Daily Mailწერს. როგორც გაირკვა, დედოფალს ცხვირიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. თუმცა, მიუხედავად შეუძლოდ ყოფნისა და ორდენების გადაცემის ცერემონიაზე გამოჩენის შეუძლებლობისა, ელისაბედ II-მ მაინც მოახერხა ზეიმთან დაკავშირებით ოფიციალურ მიღებაზე მისვლა. ის, თუ როგორ გრძნობს თავს დედოფალი ამჟამად, დაზუსტებული არ არის. ზუსტად არაა ცნობილი, რატომ გახდა ცუდად ელისაბედ II. გაზეთთან საუბრისას ოჯახის ექიმმა ივარაუდა, რომ დედოფალს რაიმე სერიოზული დაავადება არ ჰქონია, ხოლო სისხლდენას ორგანიზმის საერთო დაბერების ფონზე ჰქონდა ადგილი. ინგლისის დედოფალი იშვიათად აუქმებს მნიშვნელოვან შეხვედრებსა და ამა თუ იმ ცერემონიებზე აუცილებელ ვიზიტებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მანამდე ეს 2006 წელს მოხდა, როდესაც ელიზაბედ II ვერ დაესწრო რამდენიმე მიღებას იმის გამო, რომ ზურგის კუნთები დაიჭიმა. უახლოეს მომავალში ელიზაბედ II-ს მრავალი ღონისძიება ელის: 21 აპრილს იგი 85-ე დაბადების დღეს აღნიშნავს, 29 აპრილს მისი შვილიშვილის უილიამის ქორწილი გაიმართება, შემდეგ იგი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიაში გაემგზავრება, ამის მერე კი ლონდონში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიიღებს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2052.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 აპრ. 2011, 08:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.