ეს საინტერესოა: ქართველი გამომგონებელი იაპონიას რადიაციული დასხვივებისგან განკურნების საკუთარ მეთოდს სთავაზობს | საქართველოს ამბები | ||
ქართველმა გამომგონებელმა დავით ჩაჩანიძემ საქართველოში იაპონიის საელჩოს წერილით მიმართა, სადაც იგი მათ დახმარებას სთავაზობს. მისი თქმით, დღესდღეობით მთავარ პრობლემას რადიაციული ნარჩენების ლიკვიდაცია წარმოადგენს. ჩაჩანიძემ აღნიშნა, რომ დღეისათვის არსებობს რამოდენიმე მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რადიაციული მტვრის შეგროვება. მაგრამ ეს უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული. "ჩვენ იაპონიის ხელისუფლებას უფრო იაფ, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, უფრო ეფექტურ მეთოდს ვთავაზობთ. ამასთან ერთად, დღეს, იაპონიაში, რადიაცია დაახლოებით ათასმა ადამინმა მიიღო. ჩვენ მსგავს სიტუციას შევხვედრივართ და მზად ვართ იაპონიაში გამოვემგზავროთ. მე პირადად, რადიაციის დიდ დოზას მივიღებ, მაგრამ ერთ კვირაში აბსოლუტურად ჯამრთელი ვიქნები. ჩვენ ჯგუფში ქიმიკოსები და ექიმები არიან, რომლებსაც ადამიანების განკურნება 100 პროცენტიანი გარანტიით შეუძლიათ. ყველაფერი ეს წერილშია აღწერილი"-აღნიშნავს გამომგონებელი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2049.html
| |||
განათავსა - consul | 15 აპრ. 2011, 18:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.