პოლიტიკა: ნატო-საქართველოს კომისიამ პირველი ერთობლივი დეკლარაცია მიიღო | საქართველოს ამბები | ||
ნატო-საქართველოს კომისიამ პირველი ერთობლივი დეკლარაცია მიიღო. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა. "არ მინდა ხმაღალი ნათქვამი გამოვიდეს, მაგრამ ეს ისტორიული ფაქტია. თუ დაინტერესებული პირი ამ დოკუმენტს წაიკითხვას, მიხვდება, თუ რა სიზუსტით, რეალისტურად და საქართველოს სასარგებლოდაა ფორმულირებული ალიანსის პოზიცია, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აინტერესებს" - განაცხადა ვაშაძემ. დეკლარაციის მნიშვნელობაზე საკუთარი აზრი საქართველოს ელჩა ნატოში გრიგოლ მგალობლოშვილმა გამოთქვა. მისი თქმით, საქართველოს შესახებ ასეთი დონის დოკუმენტი პირველად იქნა მიღებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2047.html
| |||
განათავსა - consul | 15 აპრ. 2011, 16:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.