ეკონომიკა: საქართველოს პარლამენტის შენობას გასაყიდად ამზადებენ | საქართველოს ამბები | ||
სავარუდოდ, საქართველოს პარლამენტის შენობას პრივატიზაციისთვის ამზადებენ. როგორც "ინტერნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარლამენტის შენობა არაბმა და ბერძენმა ინვესტორებმა უკვე მოინახულეს. პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელთან დავიდ ჯანიაშვილთან ამ ინფრომაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა. თუმცა პარლამენტის შემობის პრივატიზაციის საკითხმა პარლამენტის მდივანი გია ხუროშვილი არ გააკვირვა. მისი თქმით, ამის შესახებ კონკრეტულად არაფერი არ იცის, თუმცა გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ამ შენობის პრივატიზაცია მართლაც მოხდებოდა. როგორც ხუროშვილმა განაცხადა,მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადავა, მას 2 შენობა აღარ დაჭირდება. "თუმცა ის ცნობილია, რომ თუ პრივატიზაცია განხორციელდება, ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე გახდება."-განაცხადა ხუროშვილმა. ცვლილებების თანახმად, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში იქნა შეტანილი, ქუთაისში პარლამენტი მომავალი შეკრებისთვის უნდა გადავიდეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2032.html
| |||
განათავსა - consul | 14 აპრ. 2011, 22:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.