ეს საინტერესოა: აშშ-მ უმსხივილესი ჰაკერული ქსელის გახსნა შეძლო. კვალი შესაძლოა რუსეთამდე მიდიოდეს | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ს ხელისუფლებამ ერთერთი უმსხვილესი ჰაკერული ქსელის გახსნაზე განაცხადა, რომლის მეშვეობით თავდასხმელებმა, სავარუდოდ რუსეთიდან, 10 წელში 100 მილიონი დოლარის მოპარვა შეძლეს. ვირუსის Coreflood-ის მეშვეობით შექმნილი იქნა ე. წ ბოტნეტი- ქსელი, რომელიც კომპიუტერების ინფიცირებას ახდენდა და რომელსაც ჰაკერები მართავდნენ. ინფიცირებული პროგრამის გამოყენების მეშვეობით, ისინი მსოფლიოს მაშტაბით ინტერნეტის მომხარებლის მონაცემებისა და მათი საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციას იპარავდნენ. ინფიცირებულ კომპიუტერთა უმრავლესობა აშშ-ს ტერიტორიაზე იყო განთავსებული. თუმცა სავარაუდოდ, ჰაკერები, რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ამ დროისათვის, კონეკტიკუტის შტატის სასამართლოში, 13 უცხოელის წინააღმდეგ სარჩელი იქნა შეტანილი, რომელთა სახელები არ ვრცელდება. პროკურატურა მათ ელექტრონული საშულებების გამოყენებით ჩადენილ საბანკო მაქინაციებში დებს ბრალს. მიმდინარეობს გამოძიება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2031.html
| |||
განათავსა - consul | 14 აპრ. 2011, 16:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.