შოუ-ბიზნესი: აგვისტოს ომზე გადაღებულმა ფილმა ვისბადენის კონფერენციაზე გაიმარჯვა | საქართველოს ამბები | ||
6-12 აპრილს, გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში, «goEast-ის» 11 კინოფესტივალი გაიმართა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს კინოსთვის წარმატებული აღმოჩნდა. იმის გარდა, რომ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნა უნივერსიტეტის ფილმები, გახსნაზე ვაკო კირკიტაძის ფილმის "სექტემბრის" არასაკონკურსო ჩვენება მოეწყო, რამაც ქართული სტუდენტური ფილმისადმი ინტერესი უფრო გაამძაფრა. სტუდენტური კონკურსის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში ანი ჩერკეზიშვილის ფილმა "აგვისტო 2008"-მ გაიმარჯვა, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის შესახებ მოგვითხრობს. ამის გარდა, კიდევ სამმა უნივერსიტეტის ფილმა - ზურა დემეტრაშვილის "ოცნება ლასკალაზემ", ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციამ "ამომავალი მზის ქვეყანამ" და გიორგი ქობალიას "უსახელო მცენარემ" მიიღო სპეციალური დიპლომები. აღნიშნული ფიმები საქართველოს კინომატოგრაფიის ცენტრის მხარდაჭერად იქნა გადაღებული. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2028.html
| |||
განათავსა - consul | 14 აპრ. 2011, 13:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.