ეკონომიკა: ევროკომისიამ სამომხმარებლო საქონლის უმსხვილესი მწარმოებლები 315.2 მლნ ევროთი დააჯარიმა | მსოფლიოს ამბები | ||
ევროკომისიამ, კომპანია Henkel-ის შეტყობინების წყალობით, სამომხმარებლო საქონლის უმსხვილესი მწარმოებლები - ამერიკული Proctor & Gamble და ანგლო-ჰოლანდიური Unilever- €315.2 მლნ-ით დააჯარიმა, ადანაშაულებს რა კომპანიებს ევროპის კავშირის რვა ქვეყანაში სარეცხ ფხვნილებზე ფასების დაწესებაში. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. Proctor & Gamble€ 211.2 მლნ-ით დაჯარიმდა, Unilever - €104 მლნ-ით. ამასთან, შეთანხმების მესამე მონაწილე, გერმანული კომპანია Henkel AG & Co, არ დაჯარიმდება, ვინაიდან კომპანიამ თვითონ მოუყვა ევროკომისიას კარტელის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წელს. კომპანიების შეთანხმება ბელგიას, საფრანგეთს, საბერძნეთს, გერმანიას, იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიასა და ჰოლანდიას შეეხო. საქმის მასალებში ნათქვამია, რომ კარტელი 2002 წლის იანვრიდან 2005 წლის მარტის ჩათვლით არსებობდა. „კომპანიებს ეჭვი არ უნდა ჰქონდეთ, რომ კომისია კარტელების წინააღმდეგ უმოწყალო ბრძოლას გააგრძელებს“, - განაცხადა ანტიმონოპოლიური პოლიტიკის კომისარმა ხოაკინ ალმუნიამ. საქმის განხილვა გასული წლის მეორე ნახევარში დაიწყო. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2024.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 აპრ. 2011, 13:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.