მეცნიერება-ტექნოლოგიები: დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში პირველი ადამიანი დნმ-ის დამატებითი ბლოკით | მსოფლიოს ამბები | ||
ორი წლის ბრიტანელი ელფი კლემპი მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელსაც დნმ-ის დამატებითი ბლოკი (ნუკლეოტიდი) აღმოუჩინეს. ამის შესახებ 13 აპრილს ბრიტანულმა რადიოსადგურმა ბი-ბი-სიმ განაცხადა. ეს დნმ-ის სტრუქტურა ბავშვის მეშვიდე ქრომოსომაშია განლაგებული. როგორც სპეციალისტები იტყობინებიან, მას აქვს გამონაზარდი, რომელიც მანამდე არავის შეხვედრია. ელფი კლემპის განსაკუთრებული გენეტიკური აგებულება რიგი წამყვანი ბრიტანული სამეცნიერო კლინიკების გამოკვლევების მსვლელობაში დადგინდა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, ბავშვს რამდენიმე დაავადება აქვს, მათ შორის კუნთოვანი დისტროფია და საჭმლის მონელების მიმართ დაბალი უნარი. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2022.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 აპრ. 2011, 13:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.