საზოგადოება: ბუცხრიკიძე:იაპონიიდან იმპორტის აკრძალვა, რადიაციული პროდუქტების შემოტანისგან ვერდაგვიცავს | საქართველოს ამბები | ||
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან ბუცხრიკიძე არ იზიარების "მწვანე პარტიის" ლიდერის გია გაჩეჩილაძის პოზიციას, რომელიც იაპონიდაან იმპორტის აკრძალვას რადიაციული საფრთხის გამო ითხოვს. ბუცხრიკიძის განცხადებით, საქართველოში უხარისხო და არასტანდარტული პროდუქციის შემოტანას კანონი ისედაც კრძალავს, მათ შორის იგულისხმება ის პროდუქციაც, რომელიც რადიაცითაა დაბინძურებული. "არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მიდის საუბარი იაპონიაში მომხდარ ტრაგედიაზე. იაპონიიდან იმპორტის აკრძალვის თაობაზე ჯერ რაიმე განსაკუთრებული ზომები არ არის მიღებული. თუ ჩვენ იაპონიდაან პროდუქციის შემოტანას ავკრძალავთ და თუ იგივე პროდუქციას სინგაპურიდან შემოვა, მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ?- კითხვა დასვა დეპუტატმა. მისი თქმით, მისთვის გაუგებრაია, რატომ უნდა აიკრძალოს იაპონიდან პროდუქციის შემოტანა, თუ იგი ხარისხიანია. თუ ის უხარისხო იქნება მას აკრძალავს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2020.html
| |||
განათავსა - consul | 14 აპრ. 2011, 13:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.