პოლიტიკა: ჰილარი კლინტონი შეხვდება საქართველო-ნატოს კომისიის წარმომადგენლებს | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იწყებს ევროპულ ტურნეს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია მისი შეხვედრა საქართველო-ნატოს კომისიის წარმომადგენლებთან. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დღეს ბერლინში ჩავა, სადაც გაჩერდება 15 აპრილამდე. იგი გეგმავს მონაწილეობა მიიღოს ნატოს წევრი და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში, რომლებიც ხელმძღვანელობენ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკას. კლინტონი აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების გარდა წარმოდგენილი იქნება ავღანეთში მიმდინარე ISAF ოპერაციაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებიც. შეხვედრაზე განხილული იქნება ავღანეთისა და ლიბიის საკითხები. მასში აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ ნატო-საქართველო, ნატო-უკრაინისა და ნატო-რუსეთის საბჭოს წევრები. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2015.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 აპრ. 2011, 17:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.