კრიმინალი: ლუკაშენკომ ტერაქტის შემსრულებელთა დაკავების თაობაზე განაცხადა | მსოფლიოს ამბები | ||
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკის მეტროში მომხდარი ტერაქტის გახსნისა და მისი შემსრულებლების დაკავების შესახებ განაცხადა. „დღეს დილის 5:00 საათზე დანაშაული გაიხსნა. ჩეკისტებსა და მილიციას ერთი დღე დასჭირდათ, რათა 9:00 საათზე (12 აპრილის საღამო - „ინტერფაქსი“) ბრწყინვალე ოპერაცია ჩაეტარებინათ და ხმაურისა და ლაყბობის გარეშე შემსრულებლები დაეკავებინათ. დღეს დილის 5:00 საათზე მათ ჩვენებები მისცეს“, - განაცხადა ლუკაშენკომ ოთხშაბათს, ტერაქტის გამოძიების მსვლელობის შესახებ მოხსენების მოსმენის დროს. ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ მინსკის მეტროში მომხდარი ტერაქტის დაკავებულმა შემსრულებლებმა აღიარეს 2008 წლის 3 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს და მანამდე ვიტებსკში აფეთქებების განხორციელება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2013.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 აპრ. 2011, 14:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.