პოლიტიკა: აშშ ავღანისტანიდან 2014 წლის შემდეგადაც არ აპირებს წასვლას | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ს სამხედრო ძალები ავღანეთიდან 2014 წლის შემდეგაც არ აპირებს წასვლას. ამის შესახებ 12 აპრილს, ამერიკის ელჩმა პაკისტანში კემერონ მანტერმა განაცხადა. "ჩვენ ავღანეთიდან არ წავალთ. 2014 წლის შემდეგაც ჩვენ ამ რესპუბლიკაში დავრჩებით. ამასთან ერთად ვაშინგტონის პოლიტიკის აქცენტი ავღანეთში სახმედროდან სამოქალაქოზე გადავა." - განაცხადა მანტერმა. პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანას 2011 წლის ივლისიდან დაიწყებდა. ასევე ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ ეს პროცესები 2014 წელს დასრულდებოდა. ამ დროისათვის ამერიკის კონტიგენტი 100 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. 2010 წელს ავღანეთში გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ, ნატოს მონაცემებით, 2777 ადამიანი შეადგინა. დაღუპულთა უმრავლესობა ანტისამთავრობო ელემენტების მსხვერპლი გახდა, რომლებიც ნაღმების ან თვითმკვლელი -ტერორსიტების აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1998.html
| |||
განათავსა - consul | 12 აპრ. 2011, 19:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.