პოლიტიკა: "ჰამასი" ისრაელს რუსული რაკეტებით ბომბავს | მსოფლიოს ამბები | ||
ანტისატანკო რაკეტა "კორნეტი", რომელიც ოთხშაბათს, ისრაელის სამხრეთით სკოლის ავტობუსს მოხვდა, რუსული წარმოების იყო, ამის შესახებ ებრაული გაზეთი "ედიოტ ახრონოტი" ადგილობრივი ოფიციალური პირის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. "იგი კონტრაბანდული გზით ღაზაში სირიიდან ირანის მეშვეობით იქნა შემოტანილი. ისრაელის ხელისუფლებამ პროტესტი გამოხატა იმის საწინააღმდეგოდ, რომ რუსული წარმოშობის რაკეტა პალესტინის რადიკალური მოძრაობას ჰამას ჩაუვარდა ხელში, რომელიც შემდეგ ისრაელის საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული. ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რაკეტების სკოლის ავტობუსის საწინააღმდეგოდ გამოყენება სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს. "რაკეტა ღაზას სექტორში სამი პირის მიერ იქნა შემოტანილი, მათ შორის სირიისა და ირანის მეშვეობით, რომლებიც ცდილობენ ჰამასი თანამედროვე იარაღით მოამარაგონ." - განაცხადა ჩინოვნიკმა. ისრაელმა იერუსალიმში რუსეთის ელჩთან პეტრე სტეგნიემთან შეხვედრისას გამოხატა პროტესტი. რუსეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, ბრალდების გამოძიებას დაპირდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1997.html
| |||
განათავსა - consul | 12 აპრ. 2011, 19:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.