პოლიტიკა: სააკაშვილი: მინსკის ტერაქტის ორგანიზატორები თავინთი მიზანის მიღწევას ვერ შეძლებენ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მინსკში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთელ ბელორუსის მოსახლეობას სამძიმრის წერილი გაუგზავნა. "2011 წლის 11 აპრილს მინსკის მეტროპოლიტენში მომხდარმა ტერაქტმა, რომლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 151 დაშავდა, საქართველოს ღრმა მწუხარება გამოიწვია. არ შეიძლება მათი გამართლება, ვინც უდანაშაულო ადამიანები დაღუპა. დარწმუნებული ვარ, რომ ტერორისტული აქტის ორგანიზატორები თავისი მიზნის მიღწევას - ბელორუსიაში სიტუაციიის დესტაბილიზაციას ვერ შეძლებენ. ბელორუსი ხალხი, რომელიც ძლიერი ხასიათით, სიმამაცით, ღირსებით და სიბრძნით გამოირჩება, დემოკრატიული და ეკონომიკური ქვეყნის მშენებლობის გზაზე არსებულ ყველა დაბრკოლებას გადალახავს. საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა მზადაა მეგობარ ქვეყანას - ბელორუსიას ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს, როელსაც საჭიროდ და აუცილებლად ჩათვილის. გთხოვთ, საქართველოს მოსახლეობისა და პირადად ჩემი სახელით დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობელბს უთანაგრძნოთ. მთელი საქართველო თქვენთან ერთადაა დამწუხრებული", ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც პრეზიდენტის საიტზე იქნა განთავსებული. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1996.html
| |||
განათავსა - consul | 12 აპრ. 2011, 18:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.