ეკონომიკა: დოლიძე: რა კავშირია გუდაურის მმართველობასა და თბილისის მერიას შორის | საქართველოს ამბები | ||
თბილისის საკრებულოს ფრაქციის "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე დაუფიქრებელ ნაბიჯს უწოდებს გუდაურის კურორტული ზონის საჯარო სამართლის იურდიულ პირად გადაქცევას და სამართავად თბილისის მერიისთვის გადაცემას. "აღნიშნული გადაწვეტილება "ნოვაციაა", რომელიც ჩარჩოებს სცილდება"-დრევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა მან. დოლიძის განცხადებით, ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ გუდაურის კურორტული კომპექსის მფლობელი, 2010 წლიდან უკრაინული კომპანია "პრივატ ჯგუფი" იყო. "საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობია, დაიქირავა თუ არა უკრაინულმა კომპანიამ თბილისის მერია აქციების სამართავად და რა ეკონომიკურ მოგებას მიიღებს მერია ასეთი მენეჯერული საქმიანობიდან.მაგრამ მთვარი კითხვაა ისაა, საკრებულომ ამის შესახებ პრესიდან რატომ გაიგო?"-აღნიშნა დოლიძემ და დაამატა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ყველა დოკუმეტის გამოქვეყნებას ითხოვს, რომლის საფუძველზე მან აღნიშნული გადაწვეტილება მიიღო. დოლიძის თქმით, "თავისუფალმა დემოკრატებმა" საკრებულოში მოსვლის შემდეგ არა ერთხელ განაცხადა, რომ ის შედეგზე ორიენტირებული ძალაა და მან მათ თანამშრმლობა არა ერთხელ შესთავაზა. "მაგრამ ჩვენ არ შევურიგდეთ ქალაქის ბიუჯეტის უმიზნო ფლანგვას, ასევე იმ სამართალდარღვევებს, რომლებზეც მერია ფულს ხარჯავს, ხოლო საკრებულო მას აკანონებს"-განაცხადა დოლიძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1995.html
| |||
განათავსა - consul | 12 აპრ. 2011, 18:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.