ეკონომიკა: აზიის ბანკმა საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების შესახებ პირველ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმება დღეს, 12 აპრილს, „საქართველოს ბანკთან“ და “TBCბანკთან“ გაფორმდა. როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეთანხმება მიზნად ისახავს ვაჭრობის სექტორის სტიმულირებას და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მაგისტრალის ფუნქციის მქონე ქვეყნის, გაძლიერებას. შეთანხმება აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის დაფინანსების პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც, ბანკების დახმარებით გრანტებისა და კრედიტების ხელმისაწვდომობა იზრდება. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ვაჭრობის დაფინანსების შეთანხმებები სხვადასხვა კომპანიების საქმიანობას უწყობს ხელს, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსების მისაწვდომობასა და მათი ბიზნესის განვითარებას. ორივე ბანკისთვის 25 მილიონი დოლარი გამოიყო. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1991.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 აპრ. 2011, 12:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.