ეკონომიკა: მხოლოდ საქართველოშია დიზელი ბენზინზე უფრო ძვირი | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს გარდა თითქმის არც ერთ ქვეყანაში დიზელი ბენზინზე ძვირი არ ღირს, - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში. AFBA-ს მონაცემებით, კერძოდ, აზერბაიჯანში დიზელი, ქართული ვალუტის ეკვივალენტში, 0.74 ლარი ღირს, ბენზინის ფასი კი 0.98 ლარს შეადგენს. ბელარუსში დიზელი 1.48 ლარი ღირს, ბენზინი - 1.70 ლარი, ფინეთში დიზელის ფასია 2.85 ლარი, ხოლო ბენზინისა - 3.55 ლარი. იტალიაში დიზელი 3.26 ლარი ღირს, ბენზინი კი - 3.64 ლარი. ლიტვაში 1 ლიტრი დიზელი 2.76 ლარი ღირს, ხოლო ბენზინი - 2.92 ლარი. რაც შეეხება რუსეთს, აქ დიზელის ფასი 1.24 ლარია, ხოლო ბენზინისა - 1.41 ლარი. უკრაინაში კი დიზელი 2.06 ლარი ღირს, ბენზინი - 2.35 ლარი. საქართველოში კი საწვავი 10 აპრილიდან კვლავ გაძვირდა. საცალო ქსელში ფასი ყველა ტიპის საწვავზე 5 თეთრით გაიზარდა. კომპანია „ვისოლის“ ქსელში დღეისათვის არსებული მონაცემებით ნავთოპროდუქტებზე ფასები ასეთია: API სუპერი - 2.35 ლარი, API პრემიუმი - 2.30 ლარი, ევრო რეგულარი - 2.20 ლარი, დიზელი ენერჯი - 2.25 ლარი, რეგულარ ენერჯი - 2.15 ლარი. კომპანია „რომპეტროლის“ ქსელში საწვავის ფასები ასევე 5 თეთრით გაიზარდა: ევრო სუპერი - 2.30 ლარი, Efix ევრო პრემიუმი - 2.25 ლარი, ევრო რეგულარი 93 – 2.12 ლარი, Efix ევრო დიზელი - 2.35 ლარი, ევრო დიზელი - 2.20 ლარი. ფასები სხვა კომპანიების პროდუქტებზეც გაიზარდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1990.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 აპრ. 2011, 12:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.