პოლიტიკა: სააკაშვილი: საქართველომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ შენიშვნებს ყურადღებაუნდამიაქციოს | საქართველოს ამბები | ||
საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს კრიტიკულ შენიშვნებს, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია შესული, მიაჩნია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, იტყობინება “GHN“. „ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ კრიტიკულ მოსაზრებებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშშია ასახული. ასევე მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რომელშიც საქართველოს პროგრესზეა საუბარი“, - აღნიშნა ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა. საქართველოსთან მიმართებით მასში მითითებულია, რომ გასულ წელს ქვეყანაში ადამიანის, მათ შორის პატიმრებისა და იძულებით გადასახლებულების უფლებები ირღვეოდა. ამას გარდა, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მედიაში არსებულ სიტუაციაზე, და აღინიშნება, რომ მასზე ზეწოლა ხდება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1987.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 აპრ. 2011, 10:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.