პოლიტიკა: სოსო ცინცაძე: „ეს ისტორიული ეტაპია“ | საქართველოს ამბები | ||
ექსპერტი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებებს შორის საამომრჩევლო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები, თავისი სირთულეებითა და შედეგის მნიშვნელოვნობით, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში უპრეცედენტოა. მეტიც, გაზეთ „რეზონანსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში მან ამას „ისტორიული ეტაპი“ უწოდა. „ეს ტესტია, რომლის შედეგიც იქნება ან შიდაპოლიტიკური ლანდშაფტის გარღვევა, ან სტაგნაცია“, - აღნიშნავს ექსპერტი. მისი თქმით, ორივე მხარე მძიმე მდგომარეობაშია. ხელისუფლებებმა ყველას უნდა დაუმტკიცონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომ მათთვის უცხო არაა კომპრომისები, ისინი ძლიერები არიან და სამართლიანად იმარჯვებენ არჩევნებში. როგორც ცინცაძე აცხადებს, მოლაპარაკებების წარმატების შემთხვევაში მკვეთრად შემცირდება იმ პოლიტიკოსების გავლენა, რომლებსაც მხოლოდ ქუჩის აქციებისა და, ზოგადად, გადატრიალებებისა და რევოლუციების იმედი აქვთ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1983.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 აპრ. 2011, 08:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.