ეკონომიკა: Expo Georgia მე-13 კავკასიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მიიღებს | ![]() | გამოფენები, ფორუმები | |
![]() ჯაყელის თქმით, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, ქართული ტურ-ოპერატორები, სასტუმროები და მომსახურების სფეროს კერძო კომპანიები. მისი თქმით, გამოფენაზე საკუთარი სტენდებით საქართველოს რეგიონები იქნებიან წარმოდგენილნი. წელს გამოფენა განსაკუთრებით მასშტაბური იქნება: 55 საგამოფენო სტენდზე 180 ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი. გამოფენა 3 დღე გაგრძელდება. „საჭიროა აღინიშნოს, რომ გამოფენის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია იღებს სუამის ქვეყნების მინისტერიალს, რომელშიც, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ თურქეთისა და ბელარუსის ტურიზმის მინისტრები“, - აღნიშნა ჯაყელმა. გამოფენას 14 აპრილს 11:00 საათზე ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე გახსნიან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1979.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 აპრ. 2011, 08:57 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 1 ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.