ეკონომიკა: თბილისელები მიწის გადასახადს არ გადაიხდიან | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() ცვლილება იმ კერძო პირებზე ვრცელდება, რომლებიც მრავალბინიან სახლებთან, საცხოვრებელ სახლებთან მიმაგრებულ, თანამფლობელობაში მყოფ მიწის ნაკვეთებსა და ავტოგარაჟებს ფლობენ. დღემდე მიწის გადასახადს დედაქალაქის ის მაცხოვრებლები იხდიდნენ, რომელთაც საკუთრებაში 600-ზე მეტი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი და 19-ზე მეტი კვადრატული მეტრი გარაჟი ჰქონდათ. „ამ გადასახადისაგან გათავისუფლდებიან მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საკუთარ კორპუსშივე ფლობენ მიწის ნაკვეთებს. ცვლილებები ასევე საცხოვრებელ სახლთან მიმაგრებული მიწის ნაკვეთის მთლიან ფართობსაც ეხება“, - განაცხადა საკრებულოს საბიუჯეტო-ფინანსური კომისიის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა. რაც შეეხება გარაჟების მფლობელებს, რომლებიც მოცემულ ფართობს ეკონომიკური საქმიანობისათვის იყენებენ, მათი გადასახადებისაგან გათავისუფლება არ იგეგმება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1978.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 აპრ. 2011, 08:56 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.