საზოგადოება: განახლებულია: მინსკის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა | მსოფლიოს ამბები | ||
წინასწარი ინფორმაციით, მინსკიში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 35 ადამიანმა სხვადასხვა დაზიანებით სამედიცინო დახმარებას უკვე მიმართა,მათ დახმარება უკვე აღმოუჩინეს. დაახლოებით 50 დაზარალებული სამედიციონო დაწესებულებაში უკვე გადაყვანილია. ასეთ ონფორმაციას ბელორუსიის სააგენტო "ბელტა" ავრცელებს. მთავრობის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ტრანსპორტის უსაფრთხოების ზომების გამკაცრება,მინსკში შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა, დაზარებულებისათვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევა გადაწყვიტა. თვითმხილველთა მტკიცებით, აფეთქება შესაძლოა კონსტრუქციის ნგრევამ გამოიწვია. მეტროსთან სამედიცინო სამსახურის ავტომობილები იქნა მობილიზებული. მათ დაზარალებულებისათვის დახმარების გაწევა დაიწყეს. მსუბუქად დაზარალებულები ტაქსებით იქნენ გადაყვანილები. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაჩენკომ მინსკის აფეთქებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა მოიწვია. განახლებულია: არსებობს ინფორმაცია რომ, მხოლოდ მინკის "სასწრაფო დახმარების" საავადმყოფოშია 30 გვამი. 11 დაღუპულზე ინფორმაცია პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გაავრცელა. წინასწარი ინფორმაციით, მოწყობილების აფეთქების მასშტაბმა ტროტილის ექვივალენტში 5-7 კგ შეადგინა. თვითმხილველები ირწმუნებია, რომ აფეთქება ერთდროულად რამოდენიმე ადგილიდან მოხდა. ამის შესახებ მეტყველებს ის ფაქტი, რომ აფეთქების ადგილზე მოწმეების ჩვენება ამ დრომდე განსხვავებულია: გრანიტში 1,5 მეტრის ხვრელი იქნა აღმოჩენილი, ასევე მეტროს თანამშრომლები იმაზე საუბრობენ, რომ აფეთქება მატარებლის ბოლო ვაგონში მოხდა, ხოლო მოწმეები ექსკალატორის აფეთქებასაც იხსენებენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1976.html
| |||
განათავსა - consul | 11 აპრ. 2011, 18:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.