საზოგადოება: თბილისში მდგრადი ენერგეტიკის კვირეული გაიხსნა | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 11 აპრილს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მდგრადი ენერგეტიკის კვირეული გაიხსნა. წარმოდგენილ იქნა ზოგადსაგანმანათებლო სკოლების მოსწავლეთა საკონკურსო ნამუშევრები თემაზე „ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება“. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები ღირებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ კენტ ლოგსტონმა, BP-ის გენერალურმა მენეჯერმა ნილ დანმა, თბილისის მერიისა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა. კვირეულს მხარს უჭერენ საერთაშორისო კორპორაცია BP, საერთაშორისო განვითარების ამერიკული სააგენტო, ევროკომისიის ენერგეტიკის მთავარი დირექტორატი და სხვა ევროპული ინსტიტუტები. კვირეულს ატარებს კავშირის „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველო“. როგორ ჟურნალისტებს ცენტრის დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა უთხრა, კვირეულის მიზანია ენერგოეფექტურობის განვითარებისა და ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1972.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 აპრ. 2011, 14:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.