ეკონომიკა: აჭარა მთელი მსოფლიოდან ტურისტების მისაღებად ჯერ არაა მზად | საქართველოს ამბები | ||
აჭარა მთელი მსოფლიოდან ტურისტების მისაღებად ჯერ არაა მზად. ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტში აღიარებენ, რომ არსებული ინფრასტრუქტურა და მომსახურების დონე არასაკმარისია ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან ტურისტების მოსაზიდად. შესაბამისად, მოცემულ ქვეყნებში აქტიური მარკეტინგული კამპანია არ ხორციელდება. როგორც რადიო „კომერსანტს“ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობების შემსრულებელმა განუცხადა, წელს აჭარაში ერთნახევარ მილიონ ტურისტს ელიან, ძირითადი გათვლა კი მეზობელ ქვეყნებზე კეთდება: თურქეთზე, უკრაინაზე, აზერბაიჯანსა და სომხეთზე. ტურისტებს ასევე ელიან ისრაელიდან და პოლონეთიდან. დასავლეთ ევროპიდან ტურისტების ნაკადს დეპარტამენტში 2012 წლიდან ელიან, როდესაც ინფრასტრუქტრა და მომსახურება შესაბამის დონემდე განვითარდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1969.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 აპრ. 2011, 14:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.