aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 ეს საინტერესოა: მექსიკაში გაიხსნა უჩვეულო კურსები „ეთიკური“ ჰაკერებისათვის მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მექსიკაში გაიხსნა უჩვეულო კურსები სახელწოდებით „ჰაკერი ეთიკური სერტიფიცირებული, ვერსია 7“.
როგორც სახელიდან ჩანს, ეს უკვე მეშვიდე ვარიანტია მსგავსი პროგრამისა, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ ასწავლოს მომხმარებლებს კომპიუტერული სისტემების გატეხა „წესიერი“ გზით.



ამ კურსების ინსტრუქტორი, ჰესუს კონსუელოსი, ხსნის, რომ ერთ-ერთი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ აუხსნას კომპიუტერულ ჰაკერებს, რა არის ეთიკური, და რა - არა. მისი თქმით, ცნება „ჰაკერი“ უკვე ქცევისა და მორალური ნორმების გარკვეული კოდექსის არსებობას ითვალისწინებს. თუმცა, დროთა განმავლობაში „ქსელური ეტიკეტის“ ნორმები თანდათანობით დაიკარგა და ახლა „ეთიკური ჰაკერები“ ცდილობენ ამ წესების აღორძინებას, აღნიშნავს კონსუელოსი.


ინსტრუქტორი აზუსტებს, რომ ამ კურსების მიზანია, აჩვენოს კურსების მსმენელებს, როგორ უნდა კომპანიების კომპიუტერულ სისტემებზე თავდასხმა იმისათვის, რომ მოხდეს ამავე საწარმოების დაცვა, მათთვის საკუთარი დაცვის სუსტი ადგილების ჩვენების გზით. მან ხაზი გაუსვა, რომ კურსები ყველა მსურველისთვის არის ღია, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებისათვის, სისტემური ადმინისტრატორებისათვის, მოხელეებისათვის.


სასწავლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ ისეთ საგნებს, როგორებიცაა „პროფესიის შესავალი“, ქსელების სკანირება, სერვერთა გატეხა და „ტროიანის“ პროგრამების შექმნა.


მექსიკა, კოლუმბიასთან ერთად, არჩეულ იქნა ლათინური ამერიკის წარმომადგენლების სახით ამ კურსების ჩასატარებლად მსოფლიო პროგრამის ფარგლებში. კურატორი გახდა კომპანია „ინტერსოფტვეარი“, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებით არის დაკავებული. სასწავლო გეგმა 19 მოდულად არის დაყოფილი, რომლებზედაც 48 ძირითადი და 20 დამატებითი სასწავლო საათი მოდის.


სწავლის საფასური 18 200 პესოს (დაახლოებით 1500 დოლარს) შეადგენს. დასასრულ, იმ სტუდენტებს, ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდებს, „ეთიკური ჰაკერების“ სერტიფიკატებს გადასცემენ.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1966.html
განათავსა - Drakula | 11 აპრ. 2011, 08:48 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: მექსიკაში გაიხსნა უჩვეულო კურსები „ეთიკური“ ჰაკერებისათვის" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 5
ხმები: 1


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian