ეს საინტერესოა: იტალიაში ანომალიური სიცხე დაფიქსირდა | მსოფლიოს ამბები | ||
აპრილის დასაწყისში აპენინებზე ანომალიური სიცხე დაფიქსირდა, რომელმაც 40 წლის წინ დამყარებული ტემპერატურის რეკორდი მოხსნა: გასულ შაბათს იტალიის ჩრდილოეთში თერმომეტრმა აჩვენა 31 გრადუსი ცელსიუმით, იტყობინება იტალიური მედია. როგორც სააგენტო Adnkronos-ს მეტეოროლოგმა პაოლო ერნანიმ შეატყობინა, წლის ამ პერიოდისათვის მაღალი ტემპერატურა, რომელიც პარასკევსა და შაბათს იტალიის ჩრდილოეთ რაიონებში დარეგისტრირდა, აზორის კუნძულების მხრიდან მოსული ანტიციკლონით არის გამოწვეული. მეტეოროლოგთა მონაცემებით, ცხელი ამინდი შეიძლება გაგრძელდეს სამშაბათამდე, შემდეგ კი თერმომეტრის მაჩვენებელი კვლავ ჩვეულ ნიშნულამდე ჩამოვა. ცხელმა ამინდმა მრავალი იტალიელი აიძულა, დაეტოვებინა სახლები და ბუნებაში დასასვენებლად წასულიყო. ასე, ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ამ დღეებში შეიმჩნევა აპრილისათვის იშვიათი მოვლენა, როდესაც იტალიის ჩრილოეთიდან სამხრეთამდე არსებული ყველა პლაჟი ხალხით არის გავსებული. რომში ჭეშმარიტად თბილი ამინდი უკვე ერთი კვირაა გრძელდება. დღის განმავლობაში თერმომეტრი +20-25 გრადუსს აჩვენებს, საღამოს კი ტემპერატურა 14-15 გრადუსზე ნაკლებ მაჩვენებლამდე არ ჩადის. პროგნოზების თანახმად, ასეთი ამინდი რომში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება, ოთხშაბათიდან კი 17-19 გრადუსამდე აცივდება. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1965.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 აპრ. 2011, 08:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.