ეკონომიკა: ბათუმის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ბათუმის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით გაიზარდა. შესწორებების პროექტი 10 აპრილს რიგგარეშე სესიაზე საკრებულომ დაამტკიცა. შესწორებათა თანახმად, მიმდინარე წლის ქალაქის ბიუჯეტი 206 მლნ 390 ათას ლარზეა გათვლილი. ბიუჯეტში დამატებითი სახსრები პიაცას მოედნის გაყიდვის შედეგად შემოვიდა. საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა ცვლილებათა პროექტს მხარი არ დაუჭირეს. ბიუჯეტის ცვლილებების გარდა, სხდომაზე განსახილველად გამოტანილი იყო კიდევ 10 საკითხი, რომლებიც ძირითადად ეხებოდა მუნიციპალურ პროგრამებში ზოგიერთი ცვლილების შეტანას, ბიუჯეტის გაზრდის გამო. ცვლილებები შევიდა ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც, აგრეთვე განათლების, კულტურისა და სპორტისა და გასართობი პროგრამების ბიუჯეტებში. დეპუტატებმა 10 აპრილის სხდომაზე ასევე განიხილეს ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და სახელმწიფო შესყიდვების საკითხები. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1962.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 აპრ. 2011, 08:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.