ეკონომიკა: საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს შესწორებებს კანონში „სახელმწიფო ვალის“ შესახებ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს, 8 აპრილს, დაამტკიცებს შესწორებებს კანონში „სახელმწიფო ვალის“ შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება კანონპროექტის განხილვის შესახებ დაჩქარებული წესით. მისი განხილვა აქამდე საპარლამენტო დებატების გამო ვერ მოხერხდა. კანონპროექტი მეორე და მესამე მოსმენებში განსახილველად წარდგება დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტის თანახმად, 2011 წელს ფინანსთა სამინისტრო ევრობონდების მეორე ემისიის განხორციელებას გეგმავს, რომელთა მოცულობაც 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ახალი ევრობონდები 2008 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებაზე წავა. ახალი ევრობონდების მოქმედების ვადა 7-დან 10 წლამდე გაიზრდება. შესაბამისად, ძველი ევრობონდების რეფინანსების შემდეგ, მათ მომსახურებასთან დაკავშირებული დავალიანების გადახდა 2020 წლამდე იქნება გადავადებული. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1947.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 აპრ. 2011, 13:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.