პოლიტიკა: კოსოვოში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს | მსოფლიოს ამბები | ||
კოსოვოს პრეზიდენტად არჩეულ იქნა პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილე ატიფეტა იაჰიაიგა. მის კანდიდატურას პარლამენტის 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ათმა ხმები კანდიდატ სუზან ნოვობრდალიას მისცა და კიდევ ათმა დეპუტატმა ხმის მიცემისაგან თავი შეიკავა. საპრეზიდენტო კანდიდატის როლში იაჰიაგის წამოყენების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრის ხაშიმ ტაჩის, პარტია „კოსოვოს დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის ისოი მუსტაფის, ყოფილი პრეზიდენტის ბეჯეტ პაკოლის და აშშ-ის ელჩის კრისტოფერ დელის მიერ. მათ გადაწყვიტეს, რომ იაჰიაგა კოსოვოს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. ამას გარდა, მათ მიერ მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მალე კოსოვოში კონსტიტუციური რეფორმა გატარდება და პრეზიდენტი პირდაპირი კენჭისყრის გზით აირჩევა. როგორც ტაჩიმ განაცხადა, სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევნები კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ 6 თვეში ჩატარდება. ამრიგად, იაჰიაგის უფლებამოსილებათა ვადა 6-9 თვეს შეადგენს. გარდა ამისა, ცვლილებებს პარლამენტის არჩევის შესახებ კანონშიც შეიტანენ. კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტის ბეჯეტ პაკოლის უფლებამოსილებები ვადამდე ადრე შეწყდა გასულ კვირაში მას შემდეგ, რომ კონსტიტუციურმა სასამართლომ პაკოლის პრეზიდენტად არჩევა უკანონოდ აღიარა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1945.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 აპრ. 2011, 11:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.