საზოგადოება: იაპონიაში სტიქიური უბედურების შედეგად დაკარგულთა რიცხვი 27 ათას აღემატება | მსოფლიოს ამბები | ||
უკანასკნელი მონაცემებით იაპონიაში მომხდარი ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად დაკარგულთა რიცხვმა 27434 მიაღწია. ეს დაზუსტებული ინფორმაცია დღეს მიაწოდა მედიას იაპონიის პოლიციის მთავარმა სამმართველომ. მათი ინოფმაციით 12 პრეფექტურაში დაიღუპა 12731 ადამიანი. მათი უმრავლესობა მოდის მიაგის, ფუკუსიმას და ივატეს პრეფექტურებზე. 14706 ადამინი ითვლება დაკარგულად. ხელისუფლება თვლის, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებული 20 კმ-იანი ზონაში სამძებრო სამუშაოების ჩატარების პარალელურად, თუმცა ამ დროისთვის რადიაციის მაღალი დონის გამო აღნიშნული სამუშაოები არ ჩატარებულა. ხელისუფლების განცხადებით იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ქვეყნისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს 25 ტრილიონ იენს (308 მლრ. დოლარს). ამას კიდევ დაემატება ფუკუსიმა-1 მიყენებული ზარალი 11 ტრილიონი იენი (133 მლრ. დოლარი). მაღალი სეიმური აქტიურობა არ სუსტდება თითქმის ერთი თვეა. ახალი 7.4 ბალიანი მიწისძვრის შედეგად, რომელიც მოხდა გაშინ ღამეს ხონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2 ადამიანი იდაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1942.html
| |||
განათავსა - Legatuss | 08 აპრ. 2011, 09:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.