შოუ-ბიზნესი: ბრიტნი სპირსმა შესაძლოა მადონას მიღწევა გაიმეოროს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ამდაგვარად, ბრინი სპირსმა მერაია ქერისა და ჯანეტ ჯექსონის მიღწევა გაიმეორა, რომელთა ალბომები ასევე ექვსჯერ იმყოფებოდა აშშ-ის ჩარტის პირველ სტრიქონზე. ქალ შემსრულებელთა შორის უფრო დიდი წარმატება მიღწეული აქვთ მხოლოდ ბარბრა სტრეიზანდს (ცხრა პირველი ადგილი) და მადონას (შვიდი პირველი ადგილი). ჩარტში მეორე სტრიქონი დაიკავა რეპერმა Wiz Khalifa-მ დისკით „Rolling Papers“. ეს ალბომი, რომელიც ასევე ჩარტის დებიუტანტია, 197 ათასი ეგზემპლარის ტირაჟით გაიყიდა. მესამე ადგილზე გავიდა ბრიტანელი მომღერალი ადელი ალბომით „21“ (კვირის განმავლობაში 94 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა). ეს დისკი უკვე ზედიზედ 10 კვირაა, დიდი ბრიტანეთის ჰიტ-პარადში პირველ ადგილს იკავებს. Billboard-ის ჰიტ-პარადის კიდევ ერთმა დებიუტანტმა, Radiohead-ის ალბომმა „The King of Limbs“ ჩარტში მეექვსე ადგილი დაიკავა. დისკი კვირის განმავლობაში 69 ათასი ეგზემპლარის ოდენობით გაიყიდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1941.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 აპრ. 2011, 08:19 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.