პოლიტიკა: ნატო საქართველოში ქვეყნის განვითარებაზე მიმართულ ყველა რეფორმას უჭერს მხარს - დეპუტატი | საქართველოს ამბები | ||
ნატო საქართველოში ყველა, მათ შორის საამომრჩევლო გარემოს გაუმჯობესების, რეფორმას უჭერს მხარს, რომლებიც ქვეყნის განვითარებაზეა მიმართული, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა. „აპატურაისთან შეხვედრაზე ალიანსის მიერ საქართველოს მხარდაჭერას გაესვა ხაზი. აპატურაიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია“, - თქვა მინაშვილმა. მისი თქმით, ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ქვეყანაში კონსტიტუციურ რეფორმასაც დაუჭირა მხარე. „ჩვენმა მოკავშირეებმა შეაფასეს იგი როგორც წარმატებული რეფორმა. ასევე საუბარი იყო საამომრჩევლო გარემოს გაუმჯობესებაზე. ბუნებრივია, ეს პროცესი მხარდაჭერილ იქნა, ისევე როგორც ქვეყნის განვითარებაზე მიმართული სხვა რეფორმები“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა, კომენტარს აკეთებდა რა თბილისში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის გუშინდელი ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1939.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 აპრ. 2011, 08:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.