მეცნიერება-ტექნოლოგიები: Microsoft და Toyota ერთობლივ პროექტს ამზადებენ | მსოფლიოს ამბები | ||
კორპორაცია Microsoft და უმსხვილესი იაპონური ავტომწარმოებელი Toyota გააერთიანებენ ძალისხმევას, რათა ავტომანქანებში ინტერნეტ-ტექნოლოგიები შეიყვანონ. ამის შესახებ იტყობინება BBC. კორპორაციათა პროექტის ძირითადი მიზანია Toyota-ს ავტომანქანებში GPS ტექნოლოგიებისა და მულტიმედიას მომსახურების დანერგვა. კორპორაციები 12 მლნ დოლარის ინვესტირებს აპირებენ Toyota Media Services-ში - ავტომწარმოებლის შვილობილ საწარმოში, რომელიც ციფრული პროექტების შემუშავებით არის დაკავებული. ახალი სერვისით აღჭურვილი პირველი ავტომანქანები 2012 წლის Toyota-ს ჰიბრიდული მოდელები გახდება. კორპორაციას მიაჩნია, რომ უკვე 2015 წლისთვის ავტომანქანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი კლიენტებისათვის. თანამშრომლობის ფარგლებში Toyotaთავის ავტომანქანებში ოპერაციულ სისტემა Windows Azure-ს გამოიყენებს. „Microsoft-ისა და Toyota-ს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მობილური და ენერგეტიკული მენეჯმენტის განვითარებაში მთელი მსოფლიოს მომხმარებლებისათვის“, - აკომენტირებს Toyota-ს პრეზიდენტი აკიო ტოედა. Microsoft ავტომწარმოებლებთან უკვე რამდენი წელია თანამშრომლობს, თუმცა აქამდე კორპორაციის მთავარი პარტნიორი ჩრდილო-ამერიკული კომპანია Ford გახლდათ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1937.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 აპრ. 2011, 08:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.