საზოგადოება: საქართველოს მოქალაქეთა 44%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არაა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მოქალაქეთა დაახლოებით 44%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის. ასეთია შედეგები გამოკვლევისა, რომელიც ორგანიზაცია NDI-მ ჩაატარა, იტყობინება “GHN“. კერძოდ, შეკითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 44%-მა „არა“ უპასუხა, ხოლო 39%-მა - „დიახ“. 2010 წლის ივლისში ანალოგიური გამოკითხვის დროს, ამავე კითხვაზე უარყოფითად უპასუხა მოქალაქეთა 46%-მა, ხოლო დადებითად - 33%-მა. ახალი გამოკვლევა 4-17 მარტს მოეწყო, და საქართველოს მასშტაბით 2893 რესპონდენტი გამოიკითხა. ანგარიშში ასახულია, თუ რომელი საკითხებია მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, მიმდინარე მოვლენებისა და რეფორმების მიმართ. NDI-ის გამოკვლევებს შვედეთის განვითარების სააგენტო (Sida) აფინანსებს, ხოლო კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს მათ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1927.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 აპრ. 2011, 15:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.