სპორტი: საქართველოში რაგბის სტადიონს ააშენებენ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა მინისტრმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან, რუსთავის მერთან და რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად რუსთავის მე-18 მიკრორაიონში ტერიტორია დაათვალიერა და სიმბოლურად ფუნდამენტი ჩაუყარა რაგბის სტადიონის მშენებლობას. სტადიონი დაახლოებით 5 ჰექტარის ფართობზე აშენდება. დაგეგმილია მინდვრების მოწყობა ბუნებრივი და ხელოვნური ფენილით. ამას გარდა, საწვრთნელი მინდორიც მოეწყობა. ხელოვნურ მინდორზე 2760 მაყურებლისათვის განკუთვნილ ტრიბუნას ააშენებენ, ბუნებრივ მინდორზე კი - 1020 მაყურებლისათვის. მშენებლობაზე 2 მლნ-ზე მეტი ლარი დაიხარჯება (1 დოლარი - 1.7 ლარი). მოცემულ პროექტს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ახორციელებენ რაგბის კავშირი და „ქართუ ჯგუფი“. სამუშაოები წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1919.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 აპრ. 2011, 15:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.