ეკონომიკა: უცხოელი ინვესტორთა ასოციაციამ გამოავლინა 2010 წლის საუკეთესო კომპანიები აჭარაში | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
უცხოელი ინვესტორთა ასოციაციამ გამოავლინა 2010 წლის საუკეთესო კომპანიები აჭარაში. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში". 2010 წლის საუკეთესო საინვესტიციო კომპანიად დასახელდა Nurol Georgia, რომელმაც 2007 წლიდან მოყოლებული სამშენებლო სექტორში განახორციელა 90 მლნ დოლარის ინვესტიცია და დაასაქმა 500 ადამიანი. მოსახლეობის დასაქმების კუთხით საუკეთესო კომპანიად დასახელდა Batumi Tex, რომლემაც 2001 წელს აჭარის სამკერვალო ფარიკაში განახორციელა 7 მლნ. ლარის ინვესტიცია და დღეისათვის ამ წარმოებაზე დასაქმებულია 820 ადამიანი. ყველაზე მსხვილ გადამხდელად დასახელდა კომპანია Batumi Oil Terminal, რომელიც არ არის ასოციაციის წევრი, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მიიღო ჯილდო აჭარის ეკონომიკისა და ფინანსების სამინისტროსგან და საერთაშორისო ინვესორების ასოციაციისაგან. ამ კომპანიამ ადგილობრივ ბიუჯეტში 2010 წელს გადასახდების სახით გადარიცხა 4 მლნ. ლარი. საუკეთესო ექსპორტიორად დასახელდა კომპანია STAR AR GE, რომელმაც ინდუსტრიულ სფეროში განახორციელა 6 მლნ. დოლარის ოდენობის ინვესტიცია და ბათუმში ააშენა ლამინატის თანამედროვე საწარმო. გასულ წელს კომპანიამ ექსპორტზე გაიტანა 9 მლნ. დოლარის ღირებულების პროდუქცია. საუკეთესო ინოვაციურ კომპანიად დასახელდა ICON GROUP, რომელმაც ხელაჩაურის რაიონშჳ სასათბურო მეურნეობებში ჩადო 6 მლნ. დოლარის ინვესტიცია. საერთაოშორისო ინვესტორთა ასოციაცია აერთიანებს 26 წევრს და 7 მეწარმე-სუბიექტ კანდიდატს. წევრებმა გასულ წელს საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში განახორციელეს საერთო ჯამში 1 მლრ. ოდენობის ინვესტიცია და დაასაქმეს 5 000 ადამიანი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1913.html
| |||
განათავსა - Legatuss | 06 აპრ. 2011, 10:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.