საზოგადოება: ბათუმის პორტში აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერება იზოლირებული იქნა | საქართველოს ამბები | ||
ბათუმის პორტში აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერება ამოღებული და იზოლირებული იქნა. ამის შესახებ იტყობინება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ნივთიერება ამოღებულ იქნა ჯართიდან, რომელიც მოთავსებული იყო მატარებლის ვაგონში. იგი უკვე შემოწმებული იქნა ხელის დოზიმეტრითდა წინასწარი ინფორმაციით ეს არი ცეზიუმი-137, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ხშირად გამოიყენებოდა სამხედრო მიზნებისათვის და სხვადასხვა ტიპის საზომი ხელსაწყოში. სამინისტროში განაცხადეს, რომ ამჟამად ხდება გამოსხივების დონის განსაზღვრა. ,,თუ რადიაცია დიდი იქნება, მაშინ დადგება საკითხი იმ ადამიანთა გამოკვლევის შესახებ, რომელთაც ჰქონდათ კონტაქტი აღნიშნულ ნივთიერებასთან". წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1897.html
| |||
განათავსა - Legatuss | 05 აპრ. 2011, 13:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.