პოლიტიკა: ბარაკ ობამა აპირებს მეორედ გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კვლავ შეებრძოლება სახელმწიფო მეთაურის თანამდებობისათვის. წინასაარჩევნო რბოლაში თეთრი სახლის ამჟამინდელი პატრონის შესვლის შესახებ შეტყობინებულია მის ოფიციალურ საიტზე, იუწყება “GHN“. „ჩვენ ოფისებს ვხსნით და მათთან, ვინც მხარს გვიჭერს, ვიწყებთ განხილვას იმისა, თუ როგორი გზა მიგვიყვანს გამარჯვებამდე. 2012 წელი ახლა იწყება“, - ნათქვამია ვიდეორგოლში. ამის შესახებ მისი მომხრეებიც არიან ინფორმირებულნი. აშშ-ის არჩევნების ფედერალურ კომისიაში საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობის განაცხადის ჩაბარების შემდეგ ობამა თავისი წინასაარჩენო კამპანიისათვის სახსრების შეგროვებას დაიწყებს. როგორც ექსპერტებს მიაჩნიათ, თავისი კანდიდატურის წამოყენებისა და არჩევნებში მონაწილეობისათვის ობამა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის უპრეცედენტო თანხის შეგროვებას შეძლებს, გადმოსცემს euronews. რესპუბლიკელებსაც არ სძინავთ. ზოგიერთი მათგანი არ გამორიცხავს, რომ ვიცე-პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სარა ლუიზა პეილინი ამჟამად მათ წინაასარჩევნო კამპანიას შემოუერთდება. მაგრამ რა სახით და, საერთოდ ასეა ეს თუ არა, ოფიციალურად შეტყობინებული არაა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1894.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 აპრ. 2011, 10:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.