ეკონომიკა: „ტოიოტა“ შესაძლოა ვერ შეძლებს 500 000 ავტომანქანის გამოშვებას | მსოფლიოს ამბები | ||
კორპორაცია Toyota შესაძლოა ვერ შეძლებს იაპონიაში 500 000 ავტომანქანის გამოშვებას მაკომპლექტირებელი ნაწილების უკმარისობისა და ენერგეტიკური კრიზისის გამო, რომელიც კატასტროფული მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ გაჩნდა. თავად ავტომწარმოებლის შეფასებებით, 14-26 მარტის პერიოდში „ტოიოტამ“140 ათასით ნაკლები ავტომანქანა გამოუშვა, ვიდრე შეეძლო, რაც ელექტროკომპონენტებისა და მაკომპლექტირებელი ნაწილების უკმარისობის შედეგია. ამჟამად კომპანიის 18 ქარხნიდან, რომლებზედაც ავტომანქანები და დეტალები იწარმოება, მხოლოდ ორი მუშაობს: ისინი 24 მარტს გაიხსნა. მიწისძვრა, რომელიც 11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, Toyota-ს, Nissan-ს, Honda-ს, Mitsubishi-ს, Suzuki-სა და ავტომაკომპლექტირებელი ნაწილების 500 მწარმოებლის დახურვის მიზეზი გახდა. ბუნებრივი სტიქია ევროპულ და ამერიკულ კომპანიებზეც აისახა, რომლებსაც ასევე დეტალების უკმარისობა გაუჩნდათ. ასე, კონცერნ General Motors-მა აშშ-ის, გერმანიისა და ესპანეთის ქარხნებზე მანქანების წარმოების შემცირების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, კატასტროფის მერე იაპონიაში ელექტრორესურსების კრიზისი წარმოიშვა, რომელთანაც ბრძოლას ავტოკომპანიები საწარმოების რიგ-რიგობით მუშაობის საშუალებით გეგმავენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1892.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 აპრ. 2011, 10:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.