პოლიტიკა: ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოში გაწევრიანების თაობაზე | მსოფლიოს ამბები | ||
ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ ცნობილის გახდა ქართველი ჟურნალისტებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი ვაშაძისა და მისი ესპანელი კოლეგის ტრინიდად ჰიმენესის შეხვედრის შედეგად. ,,ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში. ესპანეთი მზად არის საქართველოს მისი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაშიც თბილისმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია", განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მას აქვს ,,კარგი საქმიანი ურთიერთობები" ვაშაძესთან. ესპანეთის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში ISAF ოპერაციაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა საქართველო-ესპანეთის ურთიერთიების გაღრმავების შესაძლებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მხრივ განაცხადა, რომ შეხვედრაზე დიდი ყურადღება იქნა დათმობილი კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხს, აგრეთვე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ,,დიდ საფრთხეს შეიცავს რუსეთის მიერ სამხედროი ძალის გაზრდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას რეგიონში", აღნიშნა მან. ვაშაძემ აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხი. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ესპანეთის სამეფო კონგრესის დეპუტატს ბონო მარტინესომს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1890.html
| |||
განათავსა - Legatuss | 05 აპრ. 2011, 10:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.