პოლიტიკა: საპარლამენტო უმრავლესობა მედიიის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღების დაჩქარებასითხოვს | საქართველოს ამბები | ||
საპარლამენტო უმრავლესობა მედიის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღების დაჩქარებას ითხოვს. ეს საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა დააყენა. "მედია საშუალებებთან კონსულტაციები გამჭირვალობის შესახებ უკვე დიდი ხანია მიმდიანრეობს. კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის მზადაა. თუ იქნა შესაძლებლობა, იგი შესაძლებელია დაჩქარებული წესით 8 აპრილს იქნეს განხილული"-განაცხადა მან. თავის მხრივ ქრისტიან-დემოკრატების დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ პრინციპული თანხმობა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის უკვე მიღწეულია, და თუ კანონპროექტის ფორმულირების შესახებ შეთანხმდებიან, ოპოზიცია პარასკევის განხილვაზე მის გატანას დათანხმდება. შეგახსენებთ, რომ ცვილილებები მაუწყებლობის შესახებ არსებულ კანონში იქნება შეტანილი, რომლის მიხედვით, დარეგისტრილებულ ოფშორული კომპანიებს მედია საშუალებების ფლობის უფლება არ ექნებათ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1886.html
| |||
განათავსა - consul | 04 აპრ. 2011, 17:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.