საზოგადოება: საბავშვო ბაღების დირექტორები ომბუდსმენს შეხვნენ | საქართველოს ამბები | ||
საბავშვო ბაღის დირექტორები სახალხო დამცველის დასკვნას აპროტესტებენ. დღეს დაახლოებით 15 ბაღის დირექტორი ომბუდსმენის ოფისში შეიკრიბა და გიორგი ტუღუშს თავიანთი უკმაყოფილების მიზეზი აუხსნეს. ისინი ომბუდსმენის დასკვნის იმ ნაწილს არ ეთანხმებიან, სადაც საბავშვო ბაღებში არსებულ ძალადობაზეა საუბარი. ტუღუშმა ყველა მათ პრეტენზიას უპასუხა. მაგრამ ორივე მხარე თანახმაა იმაზე, რომ საბავშვო ბაღებში მაინც არსებობს ბევრი პრობლემა. "მე მათ ავუხსენი, რომ სახალხო დამცველი და მისი ინსტიტუტი მათი პარტნიორია, და ჩვენი მოხსენებაც სწორედ არსებული პრობლემების გამოვლენასა და მათ დროულად აღმოფხვრას ემსახურება."-განაცხადა ტუღუშმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1882.html
| |||
განათავსა - consul | 04 აპრ. 2011, 15:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.