პოლიტიკა: სსს: საქართველოს შესაძლოა კვლავ მოუწევს საერთაშორისო სასამართლოში მიმართვა | საქართველოს ამბები | ||
იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური ძალისხმევები რუსეთთან მიმათებაში დადებით შედეგს არ მოიტანს, ქართულ მხარეს შესაძლოა კვლავ მოუწევს საერთაშორისო სასამართლოში მიმართვა, განაცხადა 4 აპრილს პრეს-კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე საქართველოს სარჩელის განხილვა შეჩერებულია. „მართალია, ეს გადაწყვეტილება ჩვენს საქმიანობას არ უშლის ხელს. შუამავალთა დახმარებით ჩვენ რუსეთთან მუდმივი მოლაპარაკებების რეჟიმში ვიმყოფებით და ეს პროცესი გრძელდება. იმედი გვაქვს, რომ დიპლომატიური ძალისხმევები, ადრე თუ გვიან, შედეგს მოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არაა, რომ ჩვენ კვლავ მივმართავთ საერთაშორისო სასამართლოში“, - თქვა კალანდაძემ. მისი თქმით, ჰააგის სასამართლოში რამდენიმე მოსამართლემ საქართველოს სასარგებლოდ დასკვნა დაწერა. მათ შორის მან გერმანიის წარმომადგენელი დაასახელა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1876.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 აპრ. 2011, 11:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.