მეცნიერება-ტექნოლოგიები: ახალი iPhone 3D-კამერით იქნება აღჭურვილი | მსოფლიოს ამბები | ||
iPhone-ის ახალი თაობა - iPhone 5 შეიძლება 3D-კამერით იყოს აღჭურვილი. ამის შესახებ პორტალი Apple Insider იუწყება. გამოცემის მონაცემებით, კომპანია Apple-მა განაცხადი შეიტანა იმ ტექნოლოგიის დამარეგისტრირებელი პატენტის გაცემაზე, რომელიც 3D ფორმატში სურათების გადაღების საშუალებას იძლევა. როგორც წყარო განმარტავს, 3D-ეფექტის შესაქმნელად Apple-ის შემმუშავებლები მოწყობილობის აღჭურვას ერთბაშად ორი კამერით სთავაზობენ: 3D-გამოსახულებები მრავალჯერადი სურათების ხარჯზე შეიქმნება, რომლებიც შემდგომში ერთმანეთს დაედება. როგორც Apple Insider იტყობინება, ეს ფოტოსურათებსა და ვიდეოჩანაწერებს მოცულობითს გახდის. როგორც ექსპერტები აღნიშავენ, ამერიკული კომპანიის მიერ რეგისტრირებული ტექნოლოგია სიახლე არაა. ადრე 3D-კამერის მქონე სმარტფონების წარმოებას LGდა HTSშეუდგნენ. მოცემული კომპანიების მოწყობილოთა ეკრანი მხარს უჭერს 3Dგამოსახულებას როგორც ვიდეოსათვის, ისე ფოტოკონტენტისთვის. ამასთან, სტერეოეფექტის ნახვა სპეციალური სათვალეების გარეშეა შესაძლებელი, ვინაიდან მისი ზედაპირი სპეციალური მაპოლარიზებელი შრით არის დაფარული. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1874.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 აპრ. 2011, 11:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.